აღწერა 1 აღწერა 3 აღწერა 2
აგვისტო 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ფოტოგალერეა
ვიდეოგალერეა
ამინდი
ვალუტის კურსი
მთავარი  სასწავლო პროცესი

13 მაისი 2019 წელი
ბ ო ლ ო ზ ა რ ი! გეპატიჟებით გიმნაზია იბერიას 2019 წლის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილებაზე! 20 მაისი, 13:00 სთ, სააქტო დარბაზი!
10 მაისი 2019 წელი
კლუბ "ცისკარის" , წევრებმა წარმოადგინეს ღონისძიება თემაზე_ ბათუმი ჩემი სახლია მასწავლებელი: მაია დუმბაძე ბავშვებმა სცენაზე გააცოცხლეს ბათუმისათვის დამახასიათებელი ტრადიციები, კულტურა და ისტორია, გაიხსენეს ქალაქის განვითარების ეტაპები და ხაზი გაუსვეს ბათუმის თანამედროვე როლს..
8 მაისი 2019 წელი
კლუბ "ცისკარის" წევრებისთვის მოეწყო სასწავლო ვიზიტი ეთნოგრაფიულ მუზეუმ "ბორჯღალოში" მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის საგამოფენო პავილიონები, გაეცნენ აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელ საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტებს, ხალხური რეწვის დარგებს, აგრარულ მეურნეობას, ადამიანის ყოფა -ცხოვრების ამსხველ ნივთებს ( შესაბამისი ფოლკლორული სიმღერის თანხლებით). მიზანი შემეცნებითი და კულტურული განვითარება მასწავლებელი_ნათია ტარიელაძე
8 მაისი 2019 წელი
გიმნაზია იბერიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნათია ტარიელაძის ინიციატივით შეიქმნა ლიტერატურული კლუბი სახელწოდებით ც ი ს კ ა რ ი. მოსწავლეები დიდი ინტერესით შეხვდნენ ამ წამოწყებას. ყურადღებით გაეცნენ კლუბის წესდებას, მისიასა და მიზნებს. გამოხატეს მზაობა კლუბის მუშობაში მონაწილეობისა და გაწევრიანდნენ კიდეც. გიმნაზიის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგ ნათია ტარიელაძეს ამ ინიციატივისთვის, პედაგოგებს მხარდაჭრისთვის, ბავშვებს კი შემართებისთვის და უსურვებს წარმატებებს კლუბურ მუშაობაში.
4 მაისი 2019 წელი
კლასი: IV მასწავლებელი: ცირა აბაშიძე საგანი: "მე და საზოგადოება" თემა: "ბუნება უნდა დავიცვათ" მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია სახელწოდებით, ,,მოლოდინის ხე", თუ რატომ უნდა დავიცვათ ბუნება და რას ველოდებით მისგან.