აღწერა 1 აღწერა 3 აღწერა 2
მაისი 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
ფოტოგალერეა
ვიდეოგალერეა
ამინდი
ვალუტის კურსი

1 ნოემბერი 2019 წელი
კლასი- VI დამრიგებელი- ინგა გაბიტაძე კლასსაათის თემა- მეგობრობა მიზანი: ვისწავლოთ ნამდვილი მეგობრობა, ვაჩვენოთ ბავშვებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანებისათვის ჰყავდეს ნამდვილი მეგობარი, მოთმინებისა და კეთილი განწყობის ჩამოყალიბება , მისწრაფება ურთიერთგაგებისკენ. კლასი გაიყო სამ ჯგუფად, თითოეულმა წარმოადგინა თავისი ნამუშევრები, უპასუხეს „ბლიც“ კითხვებს.
1 ნოემბერი 2019 წელი
წრე "ცასწავლა" თემა: კალიგრაფია "კალიგრაფია" ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვით ლამაზად წერას ნიშნავს მიზანი: სუფთა წერის გაკვეთილი მოსწავლეებს დაეხმარება წერონ აკურატულად და დაიცვან კალიგრაფიის პრინციპები წრის ხელმძღვანელი: შორენა ჯაფარიძე
31 ოქტომბერი 2019 წელი
ოქტომბრის თვის იუბილარებს - თეა შარაშიძეს, გიორგი ბერიძეს, ანრი შაინიძეს, სანდრა ფუტკარაძეს, სანდრო მახარაძეს, სალომე თავდგირიძეს, ჯემალ შარაშიძეს გიმნაზია იბერიას დირექცია, პედაგოგები, მშობლები ვულოცავთ დაბადების დღეს! ვუსურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს სწავლაში!
30 ოქტომბერი 2019 წელი
წრე: "სამყარო სამყაროში" "ჩემი ოჯახი" (ხატვა) მიზანი: ჯგუფის წევრები გაცნობა და დაახლოება ინსტრუქცია:მასწავლებელი წევრებს სთხოვს, დახატონ საკუთარი ოჯახი: ,,დახატეთ თქვენი ოჯახის სურათი, სადაც ნაჩვევები იქნება, თუ ვინ რას აკეთებს, ვის რა მოვალეობა აკისრია“. 5-10 წუთის შემდეგ ეწყობა პრეზენტაციები. ბავშვებმა სათითაოდ უნდა აღწერონ თუ რა არის სურათზე დახატული, რამდენი სულისაგან შედგება მათი ოჯახი, ვინ რა ფუნქციას ასრულებს და ა.შ. სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს. მიმდინარეობს დისკუსია. კლასი: I, II წრის ხელმძღვანელი: ხათუნა ბერიძე
30 ოქტომბერი 2019 წელი
წრე: "სამყარო სამყაროში" "ხელის ანაბეჭდი" მიზანი- ჯგუფის შეკვრა დაახლოება. მოსწავლეებმა გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები, მოსაზრებები, განცდები, ემოციები. აქტივობის ახსნა - ფურცელი, ფერადი ფანქარი ან ფლომასტერი დევს ოთახის შუაში. მოსწავლე ფორმატზე ხატავს თავისი ხელის ანაბეჭდს, ქვემოთ კი აწერს საკუთარ სახელს. კლასი: II, III წრის ხელმძღვანელი: ხათუნა ბერიძე