აღწერა 1 აღწერა 3 აღწერა 2
მარტი 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ფოტოგალერეა
ვიდეოგალერეა
ამინდი
ვალუტის კურსი

17 სექტემბერი 2018 წელი
საზეიმო ვითარებაში დაიწყო ახალი სასწავლო წელი გიმნაზია ი ბ ე რ ი ა შ ი ... შევეგებეთ ჩვენს პირველკლასელებს, მათ იბერიის დიდი და მტკიცე ოჯახის წევრობა მიულოცეს საყვარელმა მასწავლებელმა, სკოლის დირექციამ და მეთორმეტეკლასელებმა, რომლებმაც ბავშვებს გადაულოცეს იბერიელობა, შემოაცილეს სკოლაში და სიმბოლურად შეაბეს ხელზე სამკლაურები წარწერით "იბერიელი" ✨არდადეგებიდან დაბრუნებული იბერიელები მოზღვავებული დადებითი ენერგიით, შემართებითა და ხალისით იწყებენ სასწავლო წელს, სკოლაში, სადაც მათ ყოველთვის სითბოთი და სიყვარულით ეგებებიან. სკოლაში, სადაც რპიორიტეტი ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთზე ზრუნვაა. იბერიაში, სადაც მათ ელოდებათ სასიამოვნოდ მოწესრიგებული და მოკრძალებული გარემო!
17 სექტემბერი 2018 წელი
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას !
14 ივნისი 2018 წელი
მასწავლებლების, ციური ავალიანისა და მარინე გიგაშვილის ინიციატივით, ლექსებით, მუსიკის ჰანგებითა და თოჯინების თეატრით გაცოცხლებული "წითელქუდას" პერსონაჟებით გააცილეს მეორეკლასელებმა სასწავლო წელი! წლის განმავლობაში კლასში შეფასების სქემის კრიტერიუმების საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი. ასევე მასწავლებელმა ბავშვებს სამახსოვრო ფოტოსურათები და სიგელები გადასცა. თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემის საფუძველზე გამოვლინდა წლის საუკეთესო მორიგე, დანიელ ცინცაძე. გილოცავთ და გისურვებთ სამომავლო წარმატებას!
13 ივნისი 2018 წელი
იბერიას პატარა "ილუსტრატორები" ! კითხვის სიყვარულით გაცოცხლებული საყვარელი ნაწარმოებების პერსონაჟები და სიუჟეტები. "ტომ სოიერის თავგადასავალი", "მიო ჩემო მიო", "პატარა უფლისწული", "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი", ნაწარმოებები, რომლებმაც ბავშვებზე დიდი პოზიტიური გავლენა იქონიეს და მათ საკუთარი ემოციებისა და ფანტაზიის ფურცელზე გადმოტანა და პრეზენტაცია გადააწყვეტინეს! ასეთი შემართებით ასრულებენ სასწავლო წელს მეხუთეკლასელები, არდადეგებზე კი კიდევ ბევრი პერსონაჟი ელის მათთან შეხვედრას !
12 ივნისი 2018 წელი
ინგლისურენოვანი ვიქტორინა- QUIZYPEDIA