გიმნაზია იბერიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნათია ტარიელაძის ინიციატივით შეიქმნა ლიტერატურული კლუბი სახელწოდებით ც ი ს კ ა რ ი. მოსწავლეები დიდი ინტერესით შეხვდნენ ამ წამოწყებას. ყურადღებით გაეცნენ კლუბის წესდებას, მისიასა და მიზნებს. გამოხატეს მზაობა კლუბის მუშობაში მონაწილეობისა და გაწევრიანდნენ კიდეც. გიმნაზიის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგ ნათია ტარიელაძეს ამ ინიციატივისთვის, პედაგოგებს მხარდაჭრისთვის, ბავშვებს კი შემართებისთვის და უსურვებს წარმატებებს კლუბურ მუშაობაში.
8 მაისი 2019 წელი