აღწერა 1 აღწერა 3 აღწერა 2
მარტი 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ფოტოგალერეა
ვიდეოგალერეა
ამინდი
ვალუტის კურსი

23 აპრილი 2015 წელი

პირველკლასელთა რეგისტრაცია

2015 – 2016 სასწავლო   წლისთვის    პირველკლასელთა   რეგისტრაცია    23 აპრილს    დაიწყ

 

                                                  რეგისტრაცია   სამ   ეტაპს   მოიცავს


    I    – რეგისტრაცია დაიწყება 2015 წლის 23 აპრილს და დასრულდება 4 მაისს. რეგისტრაციია განხორციელდება სკოლაში – სკოლაში რეგისტრირდება ის მოსწავლე,რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია, რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. პირველ ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2015 წლის 5 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით.


 I I    – ონლაინ რეგისტრაცია – რეგისტრაცია დაიწყება 2015 წლის 15 მაისს და დასრულდება 9 ივნისს. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I ეტაპზე, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად გაივლიან რეგისტრაციას.  გიმნაზია „იბერიაში“ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით. (პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია  ავტომატურად უქმდება).


 I I I    –   რეგისტრაცია დაიწყება 2015 წლის 22 ივნისს და დასრულდება 2015 წლის 11 ივლისს. მეორე ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე. რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკიც შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.


«««