ეკოკლუბი “მეტი სიცოცხლისთვის”
August 24, 2025
ეკოკლუბის ,,მეტი სიცოცხლისათვის’’(გიმნაზია იბერია)
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ეკოკლუბ ,,მეტი სიცოცხლისათვის ’“ ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ლიდერის, წევრის უფლება-მოვალეობებს, ასევე ეკოკლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.
ეკოკლუბი შეიქმნა შპს მრავალდარგობრივი გიმნაზია იბერიის დირექციის ხელსეწყობითა და პატრონაჟით..
მუხლი2. ეკოკლუბის მიზნები
გარემოსდაცვითი განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა მოსწავლეებსა და სასკოლო საზოგადოებისათვის .
მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში.
გარემოსდაცვითი პროექტების მართვის, დოკუმენტაციის წარმოების, წერის, ვიზუალიზაციის, კომუნიკაციის უნარების განვითარება სკოლაში და ადგილობრივ საზოგადოებაში.
მოსწავლეების ჩართვა ბუნებრივი რესურესების მდგრადი მართვის, განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროცესში.
დამოუკიდებელი მონიტორინგის განხორციელება
გარემოსდაცვითი საკითხების კვლევაში.
მუხლი 3. ეკოკლუბის ფუნქციები
1.სკოლაში სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული აქტივობების ინიცირება და განხორციელება.
2.სხვადასხვა სასკოლო და სკოლისგარეშე გარემოსდაცვითი ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებისათვის ხელშეწყობა.
3.მოსწავლეების ჩართვა გარემოსდაცვითი განათლების მიღების პროცესში
4.მოსწავლეების მიერ სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა-განხორცელება, შეხვედრების, კონფერენციების, სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება
5. თემატიკის შესაბამისად მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამაში ,,სასკოლო აქტივობების ხელშეწყობა’’
მუხლი 4. ეკოკლუბის წევრობა
1. ეკოკლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე, რომელიცგამოთქვამს გაწევრიანების სურვილს, იზიარებს ეკოკლუბის მიზნებს, წარმოადგენს საკუთარ ხედვებსა და წინადადებებს ეკოკლუბის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით.
2. წევრობა არის ნებაყოფლობითი და კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება
იყოს სხვა კლუბის წევრიც.
3. ეკოკლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია:
• წარმოადგინოს საკუთარი ხედვა, მოსაზრება გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით.
• მოამზადოს საინტერესო პროექტი, გამოიჩინოს ინიციატივა.
ეკოკლუბის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობდეს სამუშაო შეხვედრების დაგეგმვაში
ბ) მონაწილეობდეს კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში
გ) ფლობდეს ინფორმაციას კლუბის ლიდერის ან კურატორისგან ეკოკლუბის საქმიანობის შესახებ.
დ) ისარგებლოს კლუბის სახელით საჭიროების შემთხვევაში
ეკოკლუბის წევრი მოვალეა:
ა) დაიცვას ეკოკლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
ბ) გაუფრთხილდეს ეკოკლუბის ღირსებას და ავტორიტეტს.
გ) აქტიური მონაწილეობა მიიღოს ეკოკლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და
საკუთარი წვლილი შეიტანოს მის ეფექტურ ფუნქციონირებაში.
მუხლი 5. ეკოკლუბის ლიდერი
ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე,მისი კანდიდატურის
წამოყენების უფლება აქვს ეკოკლუბის ხელმძღვანელსა და წევრებს. ლიდერის
უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება ახალი ლიდერის
არჩევამდე.ლიდერის შერჩევა ხდება ყოველწლიურად, შესაძლებელია კონკურსის საფუძველზეც.
ეკოკლუბის ლიდერი:
ა) წარმართავს საქმიანობას
ბ) უძღვება დაგეგმილ ღონისძიებებს, შეხვედრებს.
გ) წევრებთან ერთად ქმნის სამუშაო გეგმას
დ) ითვალისწინებს წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს
ე) წევრებთან ერთად გეგმავს და განსაზღვრავს საჭიროებებს
ვ) თანამშრომლობს სკოლის ადმინისტრაციასთან, პედაგოგებთან
ზ) უზრუნველყოფს სტუმრების მოწვევის, შეხვედრების, ღონისძიებებისა და
აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას.
თ) თითოეული ღონისძიების დაგეგმვის შემდეგ მოამზადებს ანგარიშს, დაურთავს
ფოტომასალას და წარუდგენს ეკოკლუბის ხელმძღვანელს (კურატორს).
ეკოკლუბის სამუშაო პერიოდი
ა) ეკოკლუბი იკრიბება კვირაში ერთხელ, წინასწარ შერჩეული თარიღის მიხედვით, ასევე საჭიროებისამებრ.
ბ) ეკოკლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ,
საჭიროებისამებრ იკრიბება შაბათ- კვირასაც.
2. მიზანი – სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება, ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბება, სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა და მოსწავლეთა ცოდნის თვითრეალიზაცია.
3. ამოცანები – სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით მოსწავლეებში ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა და მისი გადაჭრის გზების ძიება.
4. სამიზნე ჯგუფი – საბაზო და საშუალო საფეხური ( VII VIII, IX,X,XI) .
5. რაოდენობა – 10-16 მოსწავლე.
6. შედეგების მომტანი – მოსწავლეებს განუვითარდებათ შემდეგი უნარები: გუნდურობა და თანამშრომლობა, პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვის უნარი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება და დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბება.
კლუბის ლოგო