ვიზიტი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში

📚10 ივნისს ჩვენი სკოლის მოსწავლეები სასკოლო პროექტის ფარგლებში ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეწვივნენ, სადაც მათ მასპინძლობდნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი თავდგირიძე, საკრებულოს წევრები:ნატალია ძიძიგური და თენგიზ აფხაზავა.

✅შეხვედრა საინტერესოდ და ინტერაქციულად წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს და პირობაც დადეს, რომ სამომავლოდ კიდევ ეწვევიან საკრებულოს და როგორც აქტიური მოქალაქეები თვითმმართველობასთანაც ითანამშრომლებენ. ❤️

✅პროექტი სასკოლო საზოგადოებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია-მოვალეობებისა და თვითმმართველობის მუშაობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად🎉📚

Scroll to Top