August 24, 2025
ლიტერატურული კლუბი
–
,,თვალსაწიერი”’’
შპს მრავალდარგობრივ გიმნაზია იბერიაში ჩამოყალიბდა ლიტერატურული კლუბი.
საკლუბო მუშაობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეებში კითხვის, აზროვნების, შემოქმედებითი უნარების განვითარებისათვის.
კლუბური მუშაობა მოსწავლისთვის არის ინტერაქტიული გარემო, სადაც მას საშუალება ეძლევა სხვადასხვა დავალებებისა და აქტივობების შესრულების დროს შეეჩვიოს და განივითაროს ისეთი უნარ – ჩვევები, რომელიც შეაყვარებს ლიტერატურას, მისცემს მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების საშუალებას.
კლუბმა განსაზღვრა მუშაობის წესები, მიზნები და ამოცანები.
ლიტერატურული კლუბის წესდება
1.ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ლიტერატურული კლუბის სტატუსი
1.1. ლიტერატურული კლუბი დაარსდა სკოლის ბაზაზე.
1.2. კლუბში გაწევრიანდებიან საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე მოსწავლეები. კლუბში მუშაობა დაიწყება 1 აპრილიდან
1.2. კლუბში მუშაობა წარიმართება „ ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით.
1.3. შპს მრავალდარგობრივი გიმნაზია იბერიის ლიტერატურული კლუბი „თვალსაწიერი“ დაფუძნებულია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ნაირა გუნდაძის.მიერ.
1.4 კლუბს აქვს წესდება,
ლოგო – იხ.ქვემოთ
სლოგანი – “”.
გვერდი სოციალურ ქსელში – ,,თვალსაწიერი’’
მუხლი 2. კლუბის მიზნები და ამოცანები
კლუბის მიზანია:
2.1. წიგნიერები დონის ამაღლება ,თვალსაწიერის გაფართოება და მათი ლიტერატურული გემოვნების გაზრდა.
2.2. კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარების განვითარება საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ამა თუ იმ ნაწარმოების (რომელიც სკოლაში არ ისწავლება)მიმართ და მისი ესთეტიკური აღქმა
2.3. წაკითხული ტექსტის ადეკვატურად აღქმა,გააზრება და მიღებული ინფორმაციის გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში
2.4. აზრის თავისუფლად გამოთქმა და დაფიქსირება
2.5. პრეზენტაციის წარმოჩენისა და დისკუსიაში ჩართულობის უნარების განვითარება
2.6. წაკითხული ნაწარმოების თემის,იდეის გააზრება პერსონაჟების შედარება
2.7. სწრაფი აზროვნებისა და სწრაფი წერის კულტურის გამომუშავება
მეტყველებითი უნარების ფლობის გააქტიურება
2.8 სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული ნაწარმოებების გაცნობა.
მუხლი 3. კლუბში გაწევრიანება
3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2. სამიზნე ჯგუფი: მე-5 კლასიდან ზემოთ;
3.3. მოსწავლეთა რაოდენობა: 10 – 15 მოსწავლე;
3.4 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს და შეავსოს კლუბში გასაწევრიანებელი ანკეტა;
3.5.კლუბის წევრობაზე თანხმობა გაიცემა კლუბის კურატორი პედაგოგის მიერ.
3.6კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება ფლობდეს ინფორმაციას კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით;
3.7 კლუბის თითიელ წევრი ვალდებულია აქტიურად ჩაერთოს კლუბის ყველა საქმიანობაში;
მუხლი 4. კლუბის მუშაობის სტრუქტურა
4.1. კლუბი შედგება არაუმცირეს 10 მოსწავლისაგან;
4.2. საკლუბო მუშაობას უძღვება კურატორი მასწავლებელი;
4.3.წევრი მოსწავლეებისაგან შეირჩევა ლიდერი მოსწავლე (შემთხვევითი შერჩევის გზით);
4.4 ლიდერი მოსწავლე აქტიურად თანამშრომლობს კურატორ მასწავლებელთან და სიახლეებს აცნობს კლუბის წევრებს;
4.5.კლუბის ლიდერი აირჩევა 1 წლის ვადით;
4.6. კურატორ-მასწავლებელი ხელმძღვანელობს კლუბს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში;
4.7 მუშაობა ჩატარდება თვეში ორჯერ, გაკვეთილების შემდეგ.
მუხლი 5. კურატორი მასწავლებლის ფუნქციები
კურატორი ვალდებულია:
5.1. საკლუბო მუშაობის დაწყებამდე:
სკოლის ვებ– გვერდზე/სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/განათავსოს შემდეგ ინფორმაცია:
კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
კლუბის წესდება;
განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის
5.2.წლის განმავლობაში წარმართოს საკლუბო მუშაობა;
5.3. საკლუბო მუშაობის პერიოდში სკოლის ვებ–გვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე, ეტაპობრივად ატვირთოს საკლუბო აქტივობების ამსახველ ფოტო ან ვიდეომასალა
5.4 საკლუბო მუშაობის დასრულების შემდეგ წარმოადგინოს:
რეფლექსია საკლუბო მუშაობაზე;
განმარტებები მიზნისა და შედეგის თანხვედრასთან დაკავშირებით;
რომელ დაგეგმილ აქტივობაში გავიდა მიზანზე, რომელში ვერა და რატომ?;
გამიჯნოს კლუბის სუსტი და ძლიერი მხარეები;
წარმოადგინოს მოსწავლეებისა და მშობლების შეფასებები;
კლუბში მუშაობის განმავლობაში გამოყენებული იქნება სწავლება შემდეგი მეთოდებით:
კითხვა
როლური და სიტუაციური თამაშები
ჯგუფური სამუშაოები
პრეზენტაცია
დისკუსია..
დამოუკიდებელი მუშაობა
ლიტერატურული კლუბის „ თვალსაწიერი „
ს ა მ უ შ ა ო გ ე გ მ ა
კლასგარეშე კითხვის საათი ( ინტონაცია, სწორი და სწრაფი კითხვა)
მხატვრული კითხვის დღე – ,,შევიყვაროთ პოეზია’’
თავად შევქმნათ მოთხრობა და წიგნი.
მწერლებისა და პოეტებისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები(პოეზიის საღამოები,პოეზიის ხუთი წუთი
) დისკუსია განსხვავებულ თემებზე
,გავაგრძელოთ ჩვენი საყვარელი ნაწარმოებები’’
წიგნის კითხვის დასაინტერესებელი აქტივობები – (მივწეროთ ავტორს, ვესაუბროთ ავტორს, დავუმეგობრდეთ პერსონაჟს..)
კონკურსები- ,,შევეჯიბროთ ლექსთა თქმაში’’
მივუძღვნათ დღესასწაულებს ღონისძიება.
ვიდეო – ფილმების ყურება.
ჩავწეროთ ვიდეოები
პრეზენტაციები ( ჩემი საყვარელი წიგნი, ჩემი საყვარელი პერსონაჟი, ჩემი საყვარელი მწერალი, ჩემი მეგობარი პერსონაჟი
ლექსის მხატვრულად წაკითხვაზე მუშაობა.
ვცადოთ გავხდეთ პოეტი,მწერალი
კედლის გაზეთის გამოშვება
გისურვებთ წარმატებებს