ფსიქოლოგის საათი”
სკოლა იბერიაში![]()
სკოლის ფსიქოლოგის (ნინო ტაკიძე) გეგმიური შეხვედრა
მოსწავლეთა ჯგუფებთან განრიგის მიხედვით.
შეხვედრის მიზანი იყო:
მოსწავლეებთან ღია და მხარდამჭერი კომუნიკაციის გაძლიერება,
ემოციური კეთილდღეობის მნიშვნელობაზე საუბარი და უსაფრთხო გარემოს შექმნა საკუთარი აზრებისა და განცდების გასაზიარებლად.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, ისაუბრეს ემოციებზე, სტრესის მართვაზე, ურთიერთობებზე და იმ რესურსებზე, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში დაეხმარება.
შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო
„ანონიმური ყუთი“, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ დატოვონ საკუთარი აზრები, შეკითხვები და ემოციები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ბავშვმა იგრძნოს მხარდაჭერა, უსაფრთხოება და ნდობა
მადლობა თითოეულ მონაწილეს გულწრფელობისა და ჩართულობისთვის.
