გიმნაზია იბერიაში მოსწავლეთა საბჭოს ინიციატივით( თავმჯდომარე შაშიკაძე სანდრო XI კლასი) ენის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრება V-VI კლასის მოსწავლეებისგან შემდგარ გუნდებს შორის. აქტივობის მიზანი იყო თანამშრომლობისა და გუნდურობის უნარის გამომუშავება.
თამაში საინტერესოდ, აქტიურად და ხალისიანად წარიმართა.
გამარჯვებული გუნდის წევრებს მოსწავლეთა საბჭოს თავმჯდომარემ გადასცა სერტიფიკატები.
მადლობას ვუხდით აქტივობის ყველა მონაწილეს და წარმატებას ვუსურვებთ!
